|
2022-03-08 21:14:20, 891 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - თუ დღეს, პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე არ ვუპასუხებთ, ხვალ, საფასური უფრო დიდი იქნება
„თუ დღეს, ჩვენ არ ვუპასუხებთ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ხვალ, თავისუფლებისა და ამერიკელი ხალხის საფასური კიდევ უფრო დიდი იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს, შეუძლია აიღოს ქალაქი, ის ვერასოდეს შეძლებს მთლიანი ქვეყნის შენარჩუნებას, შესაბამისად, უკრაინა მის გამარჯვებადაც არასოდეს იქცევა. „როგორც ჩანს, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს თავისი მკვლელობის გზა, გადასახდელი ფასის მიუხედავად. მან უკვე ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია. რუსეთმა შეიძლება გააგრძელოს თავისი წინსვლის საშინელ ფასად, მაგრამ ეს უკვე ცხადია: უკრაინა პუტინის გამარჯვებად არასოდეს იქცევა. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასოდეს შეძლებს ქვეყნის შენარჩუნებას. და თუ ჩვენ არ ვუპასუხებთ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე დღეს, თავისუფლების და ამერიკელი ხალხის საფასური ხვალ, კიდევ უფრო დიდი იქნება“, - თქვა მან. ბაიდენმა ასევე, ომში გამოჩენილი სიმამაცის გამო, უკრაინელი ხალხი შეაქო. „მათ შთააგონეს მსოფლიო თავიანთი სიმამაცით, პატრიოტიზმით, თავისუფლად ცხოვრების დაუმორჩილებლობის მტკიცე ნებისყოფით. პუტინის ომმა გამოიწვია უზარმაზარი ტანჯვა და უაზრო ზარალი ქალების, ბავშვებისა და ყველას მიმართ უკრაინასა და ასევე, შეიძლება დავამატო, რომ რუსეთშიც“, - დასძინა აშშ-ის პრზიდენტმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)