|
2022-03-08 19:02:24, 747 ნახვა
მსოფლიო
ოლეკს რეზნიკოვი - უკრაინამ 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის 6-წლიან ორ ომში ერთად
„11 დღეში, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გრძელდებოდა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკს რეზნიკოვმა განაცხადა. მან ვიდეომიმართვისას, უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათ არ უნდა შეეშინდეთ. „მინდა გითხრათ, რომ არ შეგესინდეთ. ნუ გეშინიათ, ისე, როგორც არ გვეშინია ჩვენ. 11 დღეში, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გრძელდებოდა. რამდენიმე დღეც და რუსეთის დანაკარგი - დაღუპულები და დაჭრილები ავღანეთის 10-წლიანი ომის დანაკარგს გადაწონის. ჩვენ 300 ტანკი, 1 000 ჯავშანმანქანა და 40-ზე მეტი თვითმფრინავი უკვე გავანადგურეთ“, - აღნიშნა ოლეკს რეზნიკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)