05:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 18:39:38, 869 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოება - თუ NATO-ს არ სურს ან არ შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, მოგვცით იარაღი და მას თვითონვე დავხურავთ

„თუ NATO-ს არ სურს ან შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, ჩვენ თვითონ დავხურავთ მას. მოგვცით იარაღი“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, ოლეგ დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ახლა, ამ მომენტში, სჭირდება დასავლეთის დახმარება, ვინაიდან ამაზევეა დამოკიდებული უკრაინის საბოლოო გამარჯვებაც.

„ჩვენ მადლობელი ვართ ყველას ყოველი მფარველობისთვის, ვინც ხმა მიეცით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და თითოეული სიტყვისთვის ჩვენ მხარდასაჭერად.

მადლობას ვუხდით ჩვენ ბრიტანელ, კანადელ და ჰოლანდიელ მეგობრებს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფის შექმნის უახლესი ინიციატივისთვის.

თუმცა ახლა, ამ მომენტში, ამ დღეს, ამ წუთში, გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფი და პრაქტიკული დახმარება, რომელზეც  უკრაინის გამარჯვებაა დამოკიდებული. ეს არის უკრაინის ცის დაცვის საკითხი.

სწორედ ეს დამოკიდებულია იმაზეც, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვებისა და ქალების, ჩვენი მშობლების და მოხუცების მკვლელობას.

თუ ნატო-ს არ სურს ან შეუძლია უკრაინის თავზე „ცის დაკეტვა“, ჩვენ თვითონ დავხურავთ მას. მოგვცით იარაღი...

თუ ნატოს არ სურს ან ვერ შეძლებს უკრაინის თავზე "ცას დაკეტვას", ჩვენ თვითონ დავკეტავთ მას, უბრალოდ მოგვეცით იარაღი, თუ თქვენი იარაღი ჩანთებშია.“, - წერს ოლეგ დანილოვი „ფეისბუკ“-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics