05:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 17:49:58, 812 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა მარიუპოლის „ჰუმანიტარული დერეფნის“ დაბომბვის გამო, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც დღეს, ზაპორიჟიიდან ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლამდე გამავალი ჰუმანიტარული დერეფანი დაბომბეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საჭიროა, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, რათა მან თავისი ვალდებულებები შეასრულოს.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა! რუსული ძალები ახლა ბომბავენ ჰუმანიტარულ დერეფანს ზაპორიჟიიდან მარიუპოლამდე. 8 სატვირთო მანქანა + 30 ავტობუსი მზადაა მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩასაბარებლად და ზაპორიჟჟიაში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაყვანად. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ „ტვიტერ“-ზე.

როგორც Associated Press იუწყება, ავტობუსებს ჰუმანიტარული მარაგი, მათ შორის საკვები და მედიკამენტები ქალაქში უნდა მიეტანათ, შემდეგ კი მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. თუმცა, მალევე, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ავტობუსები დერეფნისაკენ მიდიოდნენ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ „გაქცევის კორიდორს“ ბომბავდნენ.

გამოცემის ცნობით, მერმა ასევე ეჭვი შეიტანა ევაკუაციის შესახებ და განუცხადა BBC-ს, რომ რუსული ძალები განაგრძობდნენ დაბომბვას იმ ტერიტორიის, სადაც ხალხი შეკრებას ცდილობდა. მისი თქმით, ზოგიერთი გზა გადაკეტილია, ნაწილი კი დანაღმულია.

მათივე ინფორმაციით, მარიუპოლისთვის ბრძოლა გადამწყვეტია, რადგან მისი აღებით მოსკოვს შეუძლია შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმისაკენ, რომელიც რუსეთმა 2014 წელს წაართვა უკრაინას.

ამბავს The Guardian ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics