05:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 11:49:10, 689 ნახვა

მსოფლიო
ჯენ ფსაკი - თუ ჩინეთი არ დაემორჩილება სანქციებს, ჩვენ აშკარა ნაბიჯებს გადავდგამთ

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.- ამის შესახებ ფსაკიმ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე  არის თუ არა საფრთხე დასავლეთისთვის თუ ჩინეთი სანქციებს არ გაიზიარებს ? ფსაკი პასუხობს, რომ ჩინეთი ამ დრომდე ითვალისწინებს დაწესებულ სანქციებს. 

"ეკონომიკურ ფრონტზე დიდი შვიდეული მოიცავს გლობალური მშპ-ს 50%, და მხოლოდ დიდი შვიდეული არ არის ერთიანი ამ სანქციებში. რუსეთი და ჩინეთი კი მშპ-ს მხოლოდ 15%-ია. ასე რომ, ისინი ვერ შეავსებენ ჩინეთის მხრიდან ამ სანქციების გავლენას. ეს უბრალოდ არ არის - შეუძლებელია. ახლა ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ჩინეთი ემორჩილება სანქციებს, რომლებიც დაწესდა. მათ აშკარად თავი შეიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზეც და გააკეთეს გარკვეული კომენტარები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. თუ სანქციებს არ გაითვალისწინებენ, გადავდგამთ ნაბიჯებს -  ეს არის რასაც აქამდე ვხედავთ.

ჩვენ განვაგრძობთ ნაბიჯების გადადგმას პუტინზე სადამსჯელო ეკონომიკური შედეგების მისაღწევად,
ვაწარმოებთ  დიალოგს - და ცხადია, პრეზიდენტი ესაუბრა თავის მხრივ რამდენიმე ევროპელ პარტნიორს ამ რიგი საკითხების შესახებ" - განაცხადა ფსაკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics