|
2022-03-08 10:39:40, 934 ნახვა
მსოფლიო
იაპონიამ დამატებით 20 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
იაპონიამ გამოაქვეყნა სანქციების მესამე რაუნდი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს პერსონალური სანქციების დაწესებას კიდევ 20 რუსის წინააღმდეგ - მათ შორის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის მოადგილეები, სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი და მთავრობასთან მჭიდრო კავშირის მქონე კომპანიების აღმასრულებლები. "ვოლგა ჯგუფის", "ტრანსნეფტის" და "ვაგნერის". ასევე, საქნციები შეეხება ბელარუსის 12 მოქალაქეს, 2 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას. იაპონიამ ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობისა და ბელორუსისკენ მიმავალი ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მისმა სამხედროებმა. შეგახსენებთ, მანამდე იაპონიის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაყინა. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)