|
2022-03-07 21:47:22, 828 ნახვა
მსოფლიო
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, უკვე დასრულდა
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება. შეხვედრა ბელარუსის ქალაქ ბრესტში შედგა. მოსკოვის დელეგაციას სათავეში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ედგა. ოფიციალური კიევის მხარეს კი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი წარმოადგენდა. მოლაპარაკებები, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს ეხებოდა. „მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესებაში არის მცირე პოზიტიური შეფერხებები... რეგულაციების ძირითად პოლიტიკურ ბლოკთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები, ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, გაგრძელდა“, - ამის შესახებ „ტვიტერ“-ზე მიხაილ პოდოლიაკი წერს. შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად, სხვადასხვა პირობები აქვს დაყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)