04:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 20:20:10, 861 ნახვა

მსოფლიო
აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებს არწმუნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ რუსეთისგან NATO დაიცავს

ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლიეტუვასა და ლატვიის პრეზიდენტები დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთისგან მათ NATO-ს ალიანსი და ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სურვილს გამოთქვამს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნებისმიერი შიში გაუქარწყლოს.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ენტონი ბლინკენმა ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბალტიისპირეთმა შექმნა „დემოკრატიული კედელი, რომელიც ახლა, რუსულ ავტოკრატიის ტალღას ეწინააღმდეგება“.

„აშშ უფრო ერთგულია, ვიდრე ოდესმე, რომ თქვენ გვერდით იდგეს, ვინაიდან ჩვენი დემოკრატიები გამოწვევის პირისპირაა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს საერთო თავდაცვას, რათა ჩვენ მოკავშირეებთან ერთად მზად ვიყოთ“, - დასძინა ენტონი პლინკენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ერთგულება ნატოს ორმხრივი თავდაცვის პაქტის მიმართ არის „სასწაულებრივი“ და რომ ნატო და შეერთებული შტატები ბალტიისპირეთში ჯარების მუდმივ განთავსებას განიხილავდნენ.

„ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, თუ მას თავდასხმა დაემუქრება. ჩვენს მზადყოფნაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ინფორმაციას ABC News იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics