|
2022-03-07 19:25:37, 770 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ძალების მთავარსარდალი - მტერი დემორალიზებულია მისი გეგმები „ბლიცკრიგისა“ და საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ჩავარდა
„მტერი დემორალიზებულია და გამოფიტულია. მისი გეგმები „ბლიცკრიგის“, ხელისუფლების ცვლილებისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ განადგურდა“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი განცხადებას აქვეყნებს. მან ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებსაც მოუწოდა, შემოერთებოდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. „თქვენ გაქვთ იარაღი, საბრძოლო მასალა და მოტივაცია. დაიცავით თქვენი მშობლიური სახლი!“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ძვირფასო ძმებო და დებო! მადლობა ყველას და თითოეულ თქვენთაგანს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა იბრძოლო მშვიდობისთვის და საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის. მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ერთ მწყობრში ვდგავარ. გმირი მებრძოლები, გმირი ქალაქები – ეს ჩვენი რეალობაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ეს ჩვენთვის, ერთი რამ კი ცხადია, შერცხვენილები არ ვიქნებით. მტერი დემორალიზებულია და გამოფიტულია. მისი გეგმები „ბლიცკრიგის“, ხელისუფლების ცვლილებისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ განადგურდა. რთული ოპერატიული და სტრატეგიული გარემოს გამოყენებით, რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებენ ძალისხმევის გაზრდას სამხრეთში და ამავდროულად არ ტოვებენ კიევის ალყაში მოქცევის მცდელობას. ჩვენი ქალაქების - ჩერნიგოვი, ხარკოვი, მიკოლაევი, სუმი, მარიუპოლი - მუდმივი დაცვა და ეროვნული წინააღმდეგობა მოწინააღმდეგეს წარმატების მიღწევის საშუალებას არ აძლევს. ჩვენს ტერიტორიაზე, მტერი რამდენი კილომეტრიც არ უნდა შემოვიდეს ის ვერ შეინარჩუნებს მას. მოვუწოდებ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. თქვენ გაქვთ იარაღი, საბრძოლო მასალა და მოტივაცია. დაიცავით თქვენი მშობლიური სახლი! ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება და შურს ვიძიებთ უკრაინის ყველა დაკარგული დამცველისთვის. დაკარგვის ტკივილი აძლიერებს ჩვენს ნებას გამარჯვებისკენ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რისთვის და ვისთვის ვიბრძვით“, - წერს ვალერი ზალუჟნი „ფეისბუკ“-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)