|
2022-03-07 14:24:50, 680 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული და ფასები არის მკვეთრად დაბალი, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით
„მოგეხსენებათ ერთი თვის წინ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ ეს არ იმოქმედებდა წამლის ფასზე. დღეს უკვე გვაქვს ის რეალობა და რა მოლოდინიც გვქონდა. აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული და ფასები არის მკვეთრად დაბალი, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ერთი კვირის და ერთი თვის წინ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუშაობა გრძელდება, მათ შორის იმ რეკომენდაციებზე, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს საქართველოში. „ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ უფრო მეტად დაასტაბილურებს და ხელმისაწვდომს გახდის მედიკამენტების ფასს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან უკვე ათეულობით დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული და მოსახლეობას მათი შეძენა აფთიაქებში უკვე შეუძლია. მისივე თქმით, ქვეყანა, ჯამში თურქეთიდან 200-მდე მედიკამენტის რეგისტრაციას ელოდება, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიაფდება. ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთშიც მიემგზავრება, სადაც თურქ კოლეგას შეხვდება. „უფრო დეტალურად განვიხილავთ საქართველოსთვის თურქული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, ასევე გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმებები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, ასევე მექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს მასზე ფასების დაწესება და გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი კონკურენცია ამ მიმართულებით. ერთი სიტყვით, რომ არ მოხდეს ფასის ხელოვნურად აწევა, ჩვენ გვექნება პირდაპირი შეთანხმება და წვდომა თურქულ მხარესთან“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)