|
2022-03-06 12:11:25, 729 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვა - უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბმა რუსები გააოცა, მათი წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული
უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები და სიძლიერე აგრძელებს რუსეთის გაოცებას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ანგარიშში წერს. უწყების ცნობით, რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას ემსახურება და ოკუპანტის წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული. "უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები და სიძლიერე აგრძელებს რუსეთის გაოცებას. რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას ემსახურება. რუსეთი ადრე იყენებდა მსგავს ტაქტიკას ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საბრძოლო მასალის გამოყენებით. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მომმარაგებელი ხაზებს შეუტია, რის გამოც რუსეთის წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ახლა ცდილობს დამალოს საწვავის სატვირთო მანქანები, როგორც რეგულარული დამხმარე მანქანები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები,"- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)