02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 11:05:05, 781 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხი განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ზელენსკი "ტვიტერზე" წერს, მხარეებმა უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილეს. 

„მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების და კერძო ინდუსტრიის მიერ განხორციელებულ მიმდინარე ქმედებებს, რათა გაზარდოს რუსეთის ხარჯები უკრაინაში მისი აგრესიის გამო.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, კერძოდ, ის მიესალმა დღეს საღამოს Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთში მომსახურების შეჩერების შესახებ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ზრდის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინას და მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics