20:32 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 12:33:27, 435 ნახვა

საზოგადოება
სოსო რობაქიძე: თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს რომელიმეს, ჩვენ მას უნდობლობას გამოვუცხადებთ

„თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს რომელიმეს, ჩვენ უნდობლობას გამოვუცხადებთ მას“, - ამის შესახე ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმიდნარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რობაქიძემ აღნიშნა, ის სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენს, თუმცა მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ახლა განსასჯელის  სკამზეა, მკვლელია.

„არანაირ ზეწოლას არ ვახდენ სასამართლოზე, მაგრამ ვამბობ, რომ ესენი არიან ქილერები და ციხეში უნდა იჯდნენ. დაველოდოთ განაჩენს, რომელსაც სასამართლო გამოიტანს. თუ აქ მოხდა ისე, რომ სასამართომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე მათგანი გირაოთი გამოუშვა, ამ შემთხვევაში ჩვენ, სასამართლოს უნდობლობას გამოვუცხადებთ“, - გაანცხადა სოსო რობაქიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ირაკლი ფირცხალავასა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე  მსჯელობს.

პროკურატურის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულია:  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics