2022-03-04 11:17:13, 492 ნახვა
მსოფლიო
Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს
კომპანია Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან ჩესკი „ტვიტერზე“ წერს.
„Airbnb მუშაობს ჩვენს მასპინძლებთან ერთად, რათა უფასოდ მიიღოს 100 000-მდე ლტოლვილი ვინც უკრაინას ტოვებს" - წერს ჩესკი ტვიტერზე.
ჩესკი აღნიშნავს, რომ კომპანია 100 000 იძულებით გადაადგილებულ უკრაინელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,