2022-03-03 19:22:37, 757 ნახვა
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დაწყებულია - ცნობილია დღის წესრიგის ძირითადი საკითხები
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერ“-ზე დაწერა, რომ მან და უკრაინის სხვა ოფიციალურმა პირებმა ბელორუსში, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები, უკვე დაიწყეს.
მიხალიო პოდოლიაკის განცხადებით, დღის წესრიგის ძირითად საკითხებს წარმოადგენს:
„1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
2. ზავი;
3. ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, განადგურებული ან დაბომბული სოფლებიდან და ქალაქებიდან“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,