2022-03-03 16:47:21, 738 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთის სადესანტო გემები უკრაინის ქალაქ ოდესას უახლოვდებიან
რუსეთის 4 სადესანტო გემი და დამხმარე გემები უკრაინის ქალაქ ოდესას უახლოვდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის პორტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ ჯარები უკვე 13 მილის დაშორებით არიან სანჟეიკიდან, უკრაინელი სამხედროები ხაზის გასატარებლად ემზადებიან.
მათივე ცნობით, ამასობაში, შავ ზღვაში სატვირთო გემი „ჰელტი“ იძირება, რომელიც რუსების მიერ არის დატყვევებული და რომლის მფლობელიც, ფინელია. ადგილზე მაშველები ვერ მიდიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,