2022-03-03 15:19:03, 810 ნახვა
მსოფლიო
ჩერნიგოვში, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე
ცოტახნისწინ ჩერნიგოვში, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ ზონაზე მიიტანა. - ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა hromadske-ს განუცხადა.
ჩაუსის განცხადებით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის კედლები და სახურავები.
ადგილზე ამ წუთებში მაშველები მუშაობენ მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,