|
2022-02-03 20:25:48, 492 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღნიშნა
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ფონდის მხარდაჭერით მეცამეტედ მოეწყო და მიზნად ისახავდა იშვიათი დაავადების კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის მიმოხილვას და ასევე, ფონდის მიერ 2020-2021 წლის პრიორიტეტად დასახელებული სპინალური კუნთოვანი ატროფიის იშვიათი დაავადებების მკურნალობის პროგრამაში შეტანის აღნიშვნას. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ, საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ტატიშვილმა, როშ ჯორჯიას დირექტორმა მაკა ასათიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციების „კავშირი სპინალური კუნთოვანი ატროფიისთვის“ და „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“, ასევე სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პაციენტებმა, პაციენტის ოჯახის წევრებმა ღიად ისაუბრეს სკას დაავადების სიმძიმისა და საინფორმაციო კამპანიის „გამაძლიერე“ ფარგლებში დაფინანსების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, გამოხატეს მადლიერება სახელმწიფოსა და ყველა იმ ჩართული პირის მიმართ, ვისი მხარდაჭერითაც მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. „ჩვენი ფონდის პოლიტიკა, დღესდღეობით, არის პაციენტებზე და მათ საჭიროებაზე მორგებული ინიციატივები და წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენი აქტივობა მიმართული იყოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ 2020-2021 წლის პრიორიტეტად დავასახელეთ სპინალურ კუნთოვანი ატროფია. 2020 წელს დაავადების მკურნალობის მიმართულებით ჩავატარეთ სამუშაო. საქართველოში არსებობს ძალიან კარგად აღწერილი პაციენტების მდგომარეობა, მოწესრიგებული რეგისტრაცია, გვყავს კარგად მოტივირებული ექიმები. ვიმუშავეთ პარტნიორებთან, რომლებიც დაგვეხმარნენ მიზნის მიღწევაში, რომ აღნიშნული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს ხელშეწყობით ხელმისაწვდომი გამხდარიყო“, - აღნიშნა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ. „რამდენიმე წლის წინ სპინალური კუნთოვანი ატროფია - სკა, განსაკუთრებით მისი პირველი ტიპი, ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა. 2016 წლამდე ამ დაავადების მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობდა. ამ პერიოდიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა დაავადების სამკურნალო 3 პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ორი წლის წინ ერთ ერთი ასეთი მედიკამენტი საქართველოშიც დარეგისტრირდა. პაციენტებს, მათ ოჯახებს და პროფესიონალებს მოგვეცა იმედი, რომ ჩვენთანაც შესაძლებელი გახდებოდა ამ დაავადების მკურნალობა, თუმცა მედიკამენტის წარმოუდგენლად მაღალი ფასი ამ იმედს საეჭვოს ხდიდა. მკურნალობის ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანადგომა და მხარდაჭერა. საოცრად სასიხარულოა და შეიძლება ითქვას მოულოდნელიც, რომ ზუსტად ორი წლის თავზე ეს ოცნება ახდა, ეს მედიკამენტი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რამაც ოცნება რეალობად აქცია“, - აღნიშნავს საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ტატიშვილი. შეხვედრაზე ასევე ხაზის გაესვა სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. ცნობილია, რომ ოქტომბრიდან სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა უკვე ხელმისაწვდომი გახდა.
„როშ ჯორჯია 10 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოში იშვიათი დაავადებების დღის აღნიშვნას. იშვიათი დაავადებების ცნობადობის გაზრდის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდთან და თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი ერთობლივი წარმატებული პროექტი განხორციელდა პაციენტების საკეთილდღეოდ. ფონდის (GeRaD) მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოაცხადა იშვიათი დაავადება - სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა). ძალიან სასიხარულოა რომ 2022 წელს მულტისექტორული თანამშრომლობის შედეგად ეს დაავადება შევიდა იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი, სადაც როშმა თავისი წვლილი შეიტანა დაავადების ირგვლივ ინფორმირებულობის გაზრდაში, გენეტიკური დიაგნოსტიკური ტესტების დაფინანსებაში და საქართველოში იმ მედიკამენტი რეგისტრაციაში რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია თითოეული პაციენტისთვის. ჩვენ არ ვჩერდებით აღნიშნულ შედეგზე და გვსურს სახელმწიფოსთან ერთად დავნერგოთ ახალშობილთა სკრინინგული პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ მკურნალობას. ასევე მოვიაზრებთ, რომ პაციენტებს შევთავაზოთ სახლში მკურნალობის სერვისი, რადგან სკას მქონე პაციენტები ადრეულ ეტაპებზე არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას“, - აღნიშნავს „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი. ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩნდება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


.jpg)
.jpg)
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)