08:01 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 13:12:11, 538 ნახვა

საზოგადოება
ბელიაშვილის N5-ში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება

თბილისში, ბელიაშვილის ქ. N5-ში ხვალიდან, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. 

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე მოქალაქეების მხრიდან მოხდება. 

„მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც უკრაინელ ხალხს ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან გაეწევა. გახსოვთ, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის ქ. N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ. 

„ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად იყოს არამალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ, რომ ლოგისტიკურად ამ ეტაპზე, ძალიან რთულია ადრესატამდე მათი მიტანა, რომ არ გაფუჭდეს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოგისტიკური გზები გამოვნახოთ, რათა ეს დახმარება მივიდეს“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. 

დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ანდრია ბასილაია მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნოს.  

„ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან. ესენია: ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს.  გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics