22:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 12:04:46, 588 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ერთ კვირაა უკრაინა ოკუპანტებს ებრძვის, არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთში, რომ გავძლებდით

არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთში, რომ უკრაინა გაძლებდა. - ამის შესახებ ​​​უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი Facebook-ზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება და უკრაინა გამარჯვებასთან ახლოს არის.

ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც კი მიფიქრია კვირაში რამდენი საათია? 168 - აღმოჩნდა. უკვე მთელი კვირაა უკრაინა ოკუპანტებს ებრძვის. არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთშიც რომ უკრაინა გაძლებდა. მხოლოდ უკრაინას და უკრაინელებს სჯეროდათ.

24 თებერვალს, უკრაინელების მხოლოდ ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე ფიქრობს უკრაინელების 90%. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შედეგია.  ეს ჩვენი პროფესიული მოქმედებების შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები ფრონტს იკავებენ, ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის.  

ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარებას ვიღებთ. მებრძოლებმა ბევრ სფეროში თავი ბრწყინვალედ გამოიჩინეს. ჩვენი საჰაერო ძალები უკვე ლეგენდები არიან. მედესანტეები, ქვეითები, არტილერია - ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან.  

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა - იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ისე გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - წერს რეზნიკოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics