2022-03-03 10:08:16, 775 ნახვა
მსოფლიო
გაერო - უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.
"ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ". - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი „ტვიტერზე“ წერს
ავტორი: ექსპრესნიუსი,