2022-03-02 17:49:25, 678 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი სამხედროები - ოკუპანტებმა ჩერნიგოვის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალაქი დაბომბეს
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ კიევისა და ბელარუსის საზღვარს შორის მდებარე ქალაქის - ჩერნიგოვის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს.
უკრაინული არმიის თქმით, რაკეტები ქალაქის საავადმყოფოსთან ახლოს, ადმინისტრაციულ შენობებს მოხვდა. ამბავს BBC News იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ საავადმყოფო დააზიანა, თუმცა ამ დროს, პაციენტები თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ასევე, დაზიანდა წყალმომარაგებაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,