23:37 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 15:08:32, 921 ნახვა

მსოფლიო
კრემლი - რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა. 

დიმიტრი პესკოვის თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად ვლადიმერ მედინსკი რჩება. პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით არსებობს „კონტრასტული ინფორმაციის გარკვეული ელემენტები".

მანამდე, რუსული საინფორმაციო სააგენტოების წყაროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიმართოს, რადგან უკრაინულ მხარეს მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია. 

ამავდროულად, წყაროებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა და ისინი შესაძლოა, კვირის ბოლომდე მიმდინარეობდეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე გაიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics