|
2022-03-02 14:58:07, 677 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ. როგორც ნავალნი აღნიშნავს, აქციაზე გასულ მოალაქეებს თუ დააკავებენ, ეს არ უნდა გახდეს დემონსტრანტების შემცირების მიზეზი. "პუტინი არ არის რუსეთი. და თუ არის ახლა რუსეთში რაიმე, რითიც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს არის ის 6 835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან - ყოველგვარი მოწოდების გარეშე, გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით "არა ომს". - წერს ნავალნი სოციალურ ქსელში. ადამიანები ამბობენ რომ აქციაზე გასვლას არ რისკავენ რადგან დაპატიმრებას თავი აარიდონ. ომის შესაჩერებლად გადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეეს და შაბათ-კვირას. თითოეული დაკავებული უნდა შეიცვალოს 2 დემონსტრანტით. მე უკვე ციხეში ვარ თუ ომის შესაჩერებლად საჭიროა, ციხეები გავავსოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ. ყველაფერს ფასი აქვს ახლა. 2022 წლის გაზაფხულზე ეს ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, სხვა არავინ. მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ "ომის წინააღმდეგნი". მოდით, ვიბრძოლოთ ამ ომის წინააღმდეგ ". - წერს ნავალნი.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)