22:39 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 10:24:57, 488 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირის ქვეყნების დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ქვეყნების დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის სესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში წერს. 

„ჩვენი პარტნიორები გადმოგვცემენ „მიგ-29“-სა და „სუ-25“-ს! აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ბაზირება პოლონეთის აეროდრომებზე, რომლებიდანაც უკრაინელი მფრინავები საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივეცნობით, თვითმფრინავებს უკრაინა ევროკავშირის სამი ქვეყნისგან, კერძოდ, პოლონეთისგან,  სლოვაკეთისგან და ბულგარეთისგან მიიღებს.

პოლონეთი გადასცემს „მიგ-29“ ტიპის 28 თვითმფრინავს, სლოვაკეთი – „მიგ-29“ ტიპის 12 თვითმფრინავს, ხოლო ბულგარეთი „მიგ-29“ ტიპის 16 თვითმფრინავს და „სუ-25“ ტიპის 14 თვითმფრინავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics