08:16 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 17:40:43, 652 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ელექტრონული რეცეპტები, მხოლოდ გენერიკული დასახელების მითითება და თურქეთის ბაზრის გახსნა უფრო გამჭვირვალეს გახდის სფეროს და გააიაფებს პროდუქციას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ქართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებაზე ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე საუბარი იყო კონკურენციის სააგენტოსა და ჯანმოს მიერ, ცოტა ხნის წინ შემუშავებულ რეკომენდაციებში. 

„ამ საკითხზე სამუშაოდ შევქმენით საკონსულტაციო ჯგუფი და გვაქვს ვადაში გაწერილი სამოქმედო გეგმა. 

მაგალითად, 1-ლი მარტიდან, მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, აღარ მოხდება რეცეპტების მატერიალური სახით [ქაღალდზე] გაცემა და სავალდებულო იქნება მათი ელექტრონული რეგისტრაცია. აქვე დავაზუსტებ, რომ მე-2  ჯგუფის მედიკამენტები აქამდეც რეცეპტის საშუალებით გაიცემოდა. ახლა უბრალოდ ფურცლის ნაცვლად, ელექტრონული სახით იქნება საჭირო. 
შემდეგი ეტაპია ექიმების მიერ წამლის გამოწერისას მხოლოდ გენერიკული დასახელების მითითება. ასევე - თურქული ბაზრის გახსნა. ყველაფერი ეს, ერთობლიობაში უფრო გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს და ამ პროდუქციაზე ფასებს კიდევ უფრო გააიაფებს სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics