2022-02-25 17:39:54, 566 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს აქტივები გაუყინა
ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ევროპულ აქტივებს ყინავს. ამბავს BBC News იუწყება.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რუსი პოლიტიკოსები ევროპაში, რა რაოდენობის აქტივებს ფლობენ.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,