12:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 21:43:08, 744 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ბიზნესპარტნიორებმა რუსეთი SWIFT-იდან არ უნდა გამოაგდონ

ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პარტნიორებმა საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი ამ ეკონომიკური სისტემის ნაწილია, იგი არ აპირებს, SWIFT-ს რაიმე ზიანი მიაყენოს.

მან ასევე, უკრაინაში შეჭრას „იძულებითი ზომა" უწოდა.

„მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგავაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც, შეზღუდვები იქნება. ის რაც ახლა ხდება იძულებითი ზომაა. უბრალოდ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, სხვაგვარად მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების სფეროში ისეთი რისკები შეგვიქმნეს, რომ სხვა საშუალებებით რეაგირებას უბრალოდ ვერ შევძლებდით. ყველა მცდელობა ნულოვანი იყო. სიმართლე ვთქვა, გაკვირვებულიც ვარ. არც ერთი მიმართულებით მილიმეტრითაც ვერ დავიძარით. ეს აუცილებელი ზომაა, რადგან ისეთი რისკების შექმნა შეეძლოთ ჩვენთვის, რომ გაუგებარი იყო ჩვენი ქვეყნის შემდგომი არსებობა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics