|
2022-02-24 09:46:27, 608 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დარჩით სახლში, ყველაფრისთვის მზად ვართ, გავიმარჯვებთ!
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, თავდაცვის და უსაფრთხოების მთელი სექტტორი მუშაობს და უკრაინა ყველაფრისთვის მზად არის. „ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აშშ-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. პანიკის გარეშე. ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან უკრაინელები ვართ. დიდება უკრაინას!,“- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)