|
2022-02-24 09:30:58, 491 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - მსოფლიო მწარე პასუხს აგებინებს რუსეთს
შევხვდები G7-ის ლიდერებს. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დავუწესებთ. – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ის ხუთშაბათს, საღამოს ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი შედეგების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ „უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის უაზრო აქტის გამო“. „ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს აგრესიას ალიანსის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბაიდენი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)