|
2022-02-23 22:01:33, 943 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის, ლატვიისა და პოლონეთის დეკლარაცია - უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს
„უკრაინაევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და ლატვიის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები რუსეთს დეესკალაციისა და სამხედრო ქმედებებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, თავი შეიკავოს მომდევნო სამხედრო ქმედებებისგან. ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტები დგანან უკრაინის გვერდით, სრულად უჭერენ მხარს მის მცდელობას, მოაგვაროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. უკრაინა იმსახურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც შეესაბამება უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებასა და არჩევანს. ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და შიდა რეფორმებში შესამჩნევი პროგრესის, ასევე, უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ლატვიისა და პოლონეთი უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში მხარს დაუჭერენ“, - აღნიშნულია საერთო დეკლარაციაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)