10:59 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 18:47:25, 592 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - აშშ-ს სანქციებს გაეცემა ძლიერი პასუხი

აშშ-ს სანქციებს გაეცემა ძლიერი პასუხი. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია,  რომ სანქციების ზეწოლა გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის გადაწყვეტილებაზე. 

"აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე ზედიზედ 101-ე), რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, ემთხვევა ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს შეცვალოს რუსეთის კურსი. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევა, აშკარად უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით. 

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს სტერეოტიპების ტყვეობაში, აქვს მცდარი რწმენა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს უფლება და შეუძლია, რომ მსოფლიოში საკუთარი წესები დააწესოს. მის არსენალში არ არის სხვა საშუალებები, შანტაჟის, დაშინებისა და მუქარების გარდა. სხვა ძირითად საერთაშორისო მოთამაშეებსა და პირველ რიგში რუსეთზე ეს არ მუშაობს. დაე, აშშ-ს ძახილებს მიყვნენ მისი სატელიტები და კლიენტები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ კი ურთიერთპატივისცემის, თანაბარუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დაფუძნებული დიპლომატიისთვის ღია ვართ.

ეჭვგარეშეა, რომ სანქციებზე გაეცემა ძლიერი პასუხი. აუცილებელი არ არის, იყოს სიმეტრიული, თუმცა გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის".- აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics