08:30 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 15:25:25, 711 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები რვა უსახლკარო ოჯახს გადასცა

თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში,  მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა  ოჯახი დააკმაყოფილა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.

„დავიწყეთ უსახლკაროების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. დაახლოებით 400-მდე ამ სტატუსის მატარებელი ოჯახი გვყავს და ჩვენი დაპირება არის ის, რომ ყველა მათგანი დაკმაყოფილდეს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, 8 ოჯახს გადაეცეს ბინები. წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ოჯახი დაკმაყოფილდება - დაახლოებით, 60-ზე მეტი. მინდა, კვიჟინაძეების ოჯახს მივულოცო დღევანდელი დღე. ის სიხარული, რაც მათ აქვთ, გასაზიარებელია. როგორც ქალაქის მერი, დღეს, მათთან ერთად ბედნიერი ვარ“,  - განაცხადა კახა კალაძემ. 

უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით გადაეცემათ. 
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics