09:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 22:35:33, 926 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ სახსრებს, რათა დაეხმარონ უკრაინას თავის დაცვაში

რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა. - ამის შესახებ, ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა.
"ჩვენ ვგმობთ მოსკოვის გადაწყვეტილებას აღიაროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის შემდგომ ინტერვენციას უკრაინაში. მოსკოვი ახლა გადავიდა უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან სამხედრო მოქმედებებზე. ეს არის რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ეს საზიანოა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებისთვის. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ეს არის კრიზისი, რომელიც რუსეთმა თავისთავად შექმნა", - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან მაღალი შეფასება გამოთქვა უკრაინის თავშეკავებულობაზე, რომელიც არ პასუხობს რუსეთის განმეორებით პროვოკაციებს.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ მთავრობას. წევრი ქვეყნები გაერთიანებულნი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით და წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ სახსრებს, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, ასევე მდგრადი ფინანსური მხარდაჭერით“, -  აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი აგროვებს სამხედრო ძალებს უკრაინაში და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსიაში. კერძოდ, რუსული ჯარის რაოდენობა 150 ათას ადამიანზე მეტია. გარდა ამისა, რუსეთს აქვს კონცენტრირებული საბრძოლო თვითმფრინავები და თავდასხმისთვის საჭირო შვეულმფრენები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics