09:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 18:12:15, 556 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციბზე დღეს იმსჯელებს - რა სანქციებს უმზადებს EU რუსეთს

დღეს, 22 თებერვალს ევროკავშირი რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციბზე იმსჯელებს. EU ავრცელებს იმ სფეროების ჩამონათვალს რა მიმართულებითაც სურს, დაუწესოს რუსეთს სანქციები.

აღნიშნული სანქციების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

სანქციების პაკეტი შეეხება:

  • პირებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსულ ჯარს და სხვა ოპერაციებს ოკუპირებული დონბასის ტერიტორიებზე.
  • რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას შეეზღუდოს ევროკავშირის კაპიტალზე, ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე წვდომა, რათა შეზღუდოს ესკალაციური და აგრესიული პოლიტიკა
  • ოკუპირებული რეგიონებიდან ევროკავშირიდან და ევროკავშირში ვაჭრობის შეზღუდვა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები.

ამავე განცხადებაში, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მიუღებელი და უკანონო უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics