08:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 04:23:45, 504 ნახვა

მსოფლიო
ვლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არავის გვეშინია და არავის არაფერს დავუთმობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ ერს მიმართა. მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იგივე დარჩება, მიუხედავად რუსეთის ქმედებებისა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებს არავისი არაფერი მართებთ და არავის არაფერს დაუთმობენ.
ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება ნიშნავს რუსეთის ფედერაციის გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან. გარდა ამისა, უკრაინამ დაიწყო ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან და დიპლომატიურ გზას და მივყვებით მას და მხოლოდ მას. ჩვენ არავის არაფერი გვაქვს ვალი და არავის არაფერს მივცემთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
"ისტორიის გაკვეთილების დრო არ გვაქვს. ჩვენ გვინდა მშვიდობა! დონბასის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება ნიშნავდეს მინსკის შეთანხმებებიდან ცალმხრივ გამოსვლას.
და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იგივე დარჩება, მიუხედავად რუსეთის ქმედებებისა
ჩვენ არ ვემორჩილებით პროვოკაციებს, ჩვენი საზღვრები უსაფრთხოდ არის დაცული.  ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არავის და არაფრის არ გვეშინია და არავის არაფერს მივცემთ. " განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics