08:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 20:16:55, 611 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას ჯერ არ აპირებენ, პირიქით, შესაძლოა, მორატორიუმიც

„უკრაინის NATO-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმიც“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში.

რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით, პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ მოაწერეს ხელი 2008 წელს ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმს არის აშშ-ის მხრიდან ზეწოლა.

„უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმიც... დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია. თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება. მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში. თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთეთ ეს? აშშ-ის ზეწოლით. ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც.
ხალხმა განაცხადა, რომ ისინი ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკას აყალიბებდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ამ მომენტიდან დაიწყო წინააღმდეგობა კიევის ხელისუფლებისა და ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების. ამასთან დაკავშირებით მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო წარმოქმნილი წინააღმდეგობა. დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალურ პრობლემებთან, კერძოდ ევროპაში, ვინაიდან უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან დასაპირისპირებლად, ჩვენთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics