|
2022-02-21 14:26:06, 388 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CONNECT2022 ში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CONNECT2022 ში მიიღებენ მონაწილეობას. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 23-25 თებერვალს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 გაიმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანიისა და 280 ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი ექნებათ სხვადასხვა საპრომოციო მასალებით და საქართველოს შესახებ გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალით. დელეგაციას ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30 ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. "მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ჩვენ ყოველწლიურად უწყვეტად ვმონაწილეობთ მსგავს ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგება ერთობლივი სტენდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გვექნება პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, -"აცხადებს თამარ არჩუაძე. CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)