2022-02-18 11:53:50, 944 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:34 საათზე, თბილისიდან 55 კმ-ში, სოფელ სალამალეიქთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,