|
2022-02-17 20:36:40, 898 ნახვა
სამართალი
ბაკურ აბულაძე - ფულის გათეთრების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი დევნა პროკურატურისთვის პრიორიტეტია
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, ფულის გათეთრების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებში იურიდიულ პირთა ჩართულობის გამოვლენა და მათ მიმართ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ამ მხრივ საქართველოს გენერალური პროკურატურა ზედმიწევნით ასრულებს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის მოწოდებას“ - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 97 პირის მიმართ, მათ შორის - 81 ფიზიკური და 16 იურიდიული პირის მიმართ, რაც, ცალსახად ადასტურებს საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის ზრდას იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით. რაც შეეხება გამოტანილ განაჩენებს, ბაკურ აბულაძის განცხადებით, 2021 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 42 ფიზიკური პირის და 1 იურიდიული პირის მიმართ. „როგორც 2020 წლის ანგარიშშიც იყო ასახული, Moneyval-მა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში დაამტკიცა საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ასევე, პოზიტიურად შეფასდა ფულის გათეთრების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით არსებული სტრატეგია“- აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ. ბაკურ აბულაძის განცხადებით, შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები სათანადო რესურსითაა უზრუნველყოფილი, უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)