2022-02-17 17:34:19, 664 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკას დაბომბვას ეხმაურება.
ზელენსკი ფაქტს დიდ პროვოკაციას უწოდებს.
"რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო უკრაინაში დარჩნენ - მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ყველა დარღვევის გამოსასწორებლად ჩვენ ეფექტური მექანიზმი გვჭირდება", - დაწერა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,