|
2022-02-16 16:03:07, 804 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება. მისივე თქმით, თუ რუსეთი ომს აირჩევს აღნიშნულ ქმედებას მკაცრი სანქციებიც მოჰყვება. პოლიტიკოსის სიტყვით, ამის მიუხედავად, კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავლის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. „დიპლომატიას თავისი უკანასკნელი სიტყვები ჯერ არ უთქვამს. ჩვენი მოწოდება რუსეთისთვის ნათელია - არ აირჩიოთ ომი. მაგრამ მოდი ვიყოთ ფხიზლად. თუ კრემლი ძალადობას აირჩევს უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი. ევროპული კომისია და EEAS მჭიდროდ მუშაობდნენ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ ძლიერი და ყოვლისმომცველი შესაძლო სანქციების პაკეტი შეემუშავებინათ. რუსეთის სტრატეგიული ინტერესია მისი ცალმხრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება და არსებული ჩავარდნების დაფარვა. მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ ტექნოლოგია, რომელზეც გლობალური ლიდერობა ჩვენ გვაქვს. მაღალტექნოლოგიური კომპონენტები, რაშიც რუსეთი თითქმის სრულად ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენი სანქციები შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს და კრემლმა ეს იცის. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც უკვე ამ კრიზისიდან ვისწავლეთ არის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ენერგიის წყაროს დივერსიფიცირება და უნდა გავთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან“, - აღნიშნა ურსულა ვონ დერ ლეიენმა. აღნიშნულის შესახებ CNN News იუწყება.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)