|
2022-02-16 12:11:19, 1027 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურებში ე.წ გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს. „მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე. წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს. ამასთან, თბილისის მერმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, არ წაახალისონ კანონდარღვევა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ. „მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ წაახალისონ კანონდარღვევა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც არღვევს კანონს. აქ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა. კანონის დარღვევის წინააღმდეგ ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გააგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)