|
2022-02-16 10:19:01, 1725 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის
1-ლი მაისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათვე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია:. https://www.condor.com/eu?fbclid=IwAR1-aqiNJ5xdqhQRznM-gRpriAxjIBhX9LfpIprshX5-cG9uNm2BmpjI3Us საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის გაცნხადებით, Condor-ის შემოსვლა ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ,,2022 წელს ჩვენი ავიაბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიურად ვიწყებთ. ბაზარზე სრულიად ახალი ავიაკომპანია გერმანული Condor-ი შემოდის, რომელთანაც თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ. ფრანკფურტი იქნება რიგით მესამე ქალაქი, სადაც ამ ეტაპზე, თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის გერმანია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მიმართულებების დივერსიფიცირებას ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი ავიაკომპანია EUROWINGS ზაფხულში, თბილისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ამ ეტაპზე, გერმანიის სამ ქალაქშია მოხვედრა შესაძლებელი: დედაქალაქ ბერლინში, მემინგენსა და დორტმუნდში. ეს ნიშნავს მეტ საერთაშორისო ვიზიტორსა და მეტ მაღალმხარჯველ ტურისტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე, საქართველოს ცნობადობის ზრდას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)