04:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 20:45:48, 962 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - არსებული პრობლემის გადაწყვეტა ჩვენ პირდაპირ ახლა, ახლო მომავალში გვინდა

რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჯერჯერობით, ვერავინ შეძლებს თქვას, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინას შორის არსებული სიტუაცია, მაგრამ კრემლი ეცდება, რომ რუსეთის მიერ დაყენებული საკითხები დიპლომატიურად მოგვარდეს.

პრეზიდენტის თქმით, ალიანსსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემის გადაჭრა მას ახლო მომავალში, უმალვე უნდა.

„რაც შეეხება როგორ იმოქმედებს რუსეთი მომავალში - გეგმის მიხედვით. და რისგან შედგება ის? ადგილზე არსებული რეალური სიტუაციისგან. ვინ შეძლებს პასუხი გასცეს თუ როგორ განვითარდება რეალური სიტუაცია? ჯერჯერობით ვერავინ. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ვეცდებით, რომ ჩვენ პარტნიორებთან მოვილაპარაკოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ დიპლომატიური გზით გადასაჭრელად.
უკვე 30 წელი ამბობენ, რომ NATO-ს გაფართოება საერთოდ არ იქნება, ერთი დიუმითაც კი რუსეთის საზღვრების მიმართულებით. დღეს კი ვხედავთ NATO-ს ინფრასტრუქტურას პირდაპირ ჩვენს სახლთან, მეტიც, განიხილება უკრაინის NATO-ში შესვლის საკითხი. როგორც თქვით, ამბობენ, რომ ეს არ მოხდება ხვალ. და როდის? ზეგ? და რას ცვლის ეს ჩვენთვის ისტორიულ პერსპექტივაში? თანაბარი ანგარიშით არაფერს. გვესმის, რომ უკრაინა დღეს NATO-ში შესვლისთვის ზმად არაა, ჩვენ ვიცით ეს თეზისი. და ასევე ამბობენ, რომ მას ხვალ არ მიიღებენ. და მაშინ მიიღებენ, როცა ამისთვის მოამზადებენ? მაგრამ ეს ჩვენთვის შეიძლება უკვე გვიანი იყოს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხის ახლა გადაწყვეტა გვინდა. პირდაპირ ახლა, ახლო მომავალში, მოლაპარაკებების პროცესით“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics