2022-02-15 16:57:07, 712 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა.
როგორც „ექპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 45 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანამდე გული ჰქონდა გაჩერებული, მიუხედავად ამისა ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,