02:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 14:30:48, 666 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა, ვლადიმერ პუტინტთან შეხვედრამდე, რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც რუსეთში პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა, კორონავირუსის რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ოლაფ შოლცს PCR ტესტი რუსეთში გერმანიის საელჩოს ექიმმა ჩაუტარა.

Bild-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ოლაფ შოლცს და გერმანიის დელეგაციის წევრებს მოსკოვში ვიზიტამდე სამი PCR ტესტის გაკეთება სთხოვა. ბოლო ტესტი გამგზავრებამდე 24 საათით ადრე უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ სთხოვა, რომ ფრენის დასრულების შემდეგ, რუს ექიმებს კვლავ ჩაეტარებინათ გერმანიის დელეგაციის წევრებისთვის PCR ტესტები.

გაზეთი აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერი არ დათანხმდა ბოლო პირობას და PCR ტესტი არა რუს ექიმებს, არამედ რუსეთში გერმანიის საელჩოს ექიმს გააკეთებინა. ამასთან, გერმანული მხარე დათანხმდა, რომ ტესტირებას რუსეთის წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ.

Bild-ის ცნობით, ტესტირების პროცედურის ცვლილების გამო, გერმანიის კანცლერი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა გრძელ მაგიდასთან დასხდნენ, როგორც ეს მოხდა რუსეთის პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics