|
2022-02-15 13:36:36, 829 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები დღეს მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან
რუსეთის სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები დღეს დაიწყებენ დაბრუნებას მუდმივი განლაგების ადგილებზე უკრაინის საზღვართან „სწავლების სერიის“ დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ ინტერფაქსი იუწყება თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. „სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ მოძრაობას სამხედრო გარნიზონებში. ცალკეული ქვედანაყოფები სამხედრო კოლონების შემადგენლობაში საკუთარ მსვლელობას განახორციელებენ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, იუწყება "რია ნოვოსტი". რომელი სავარჯიშოების დასრულებაზეა საუბარი, არ არის მითითებული. 10-20 თებერვალს ბელორუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნები „Allied Resolve“ გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავდა 13-დან 19 თებერვლამდე შავ ზღვაში საზღვაო მანევრების ჩატარებას, ამის გამო რუსეთმა შავი და აზოვის ზღვების ზოგიერთი მონაკვეთი ნაოსნობისთვის საშიშად გამოაცხადა. ”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კომპლექსი ჯარების და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. მათში თითქმის ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ძალები მონაწილეობენ“, - განაცხადა კონაშენკოვმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)