|
2022-02-14 17:13:40, 1069 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ქსოვილის” და „მეამას” პარტნიორობა გრძელდება
"თიბისისა" და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივი პროექტის „ქართული ქსოვილის" და კომპანია „მეამას" პარტნიორობა გრძელდება. კოლაბორაციის ფარგლებში, ქართული ქსოვილის ორნამენტებით ბრენდირებული ყავის სხვადასხვა არომატის კაფსულები შეიქმნა. შეფუთვაზე დატანილი ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებისა და ქართველ დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული. „მეამამ" პროექტ „ქართულ ქსოვილთან" კოლაბორაციის ფარგლებში ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილი შოკოლადით არომატის ყავა შესთავაზა მომხმარებელს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე კი, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, „მეამა ქოლექთში" ორი უნიკალური კოქტეილი შეიქმნა. ქართულ ქსოვილებისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას, ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას და მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევას. ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)