|
2022-02-13 12:04:40, 802 ნახვა
საზოგადოება
ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, 8 მარტის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამბის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. განცხადების მიხედვით, შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, ზ. მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩების გამოყენებით. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. ავტობუსები N319 და N377 ვაზისუბნის დასახლებიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, რომლის შემდეგ, სვლას განაგრძობენ ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებით, მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მარშრუტების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N455, N493 და N521 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებისას გადაინაცვლებენ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)